კროოსი:„სამუდამოდ მადრიდისტა ვიქნები“
ტონი კროოსმა ჩემპიონთა ლიგის ტიტულის ბერნაბეუზე აღნიშვნის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა...
„მსურდა, ეს ემოციები თქვენთან ერთად მქონოდა. ბედნიერი ვარ, რომ საფეხბურთო კარიერას ჩემპიონის რანგში ვასრულებ.“
„მადრიდის „რეალი“ ყოველთვის ჩემს გულში იქნება, სამუდამოდ მადრიდისტა ვიქნები. ვერასდროს დავივიწყებ, 10 წელს, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო კლუბში გავატარე.“
„გულშემატკივრები, რომლებიც ბერნაბეუზე იკრიბებიან, ყოველთვის დიდ როლს თამაშობენ გუნდის წარმატებაში.“
„10 წლიანი ისტორიის მანძილზე არაერთი დასამახსოვრებელი მომენტი იყო. არ ვნანობ, რომ ფეხბურთიდან მივდივარ. ეს სწორი გადაწყვეტილებაა და დარწმუნებული ვარ, გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ანალოგიურ აზრზე დავრჩები.“
„ყველას დიდი მადლობა, ვისთან ერთადაც მიმუშავია. მსურს დიდი მადლობა ვუთხრა მოქმედ და ყოფილ თანაგუნდელებს. ფეხბურთი კოლექტიური სპორტია და მარტო ვერასდროს ვერაფერს მიაღწევ.“
„ჰალა მადრიდ!“
- 3 ივნისი 2024
- 1 305
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.