ნაჩო:„მთელი ცხოვრება „რეალს“ მივუძღვენი“
ნაჩო ფერნანდესმა სანტიაგო ბერნაბეუზე ტიტულის აღნიშვნის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„„რეალი“ ჩემთვის ყველაფერია. 10 წლის ვიყავი, როდესაც აქ მოვედი და მას შემდეგ თეთრი მაისური მაცვია. ვერასდროს წარმომადგინა, სხვა ფორმის ჩაცმა.“
„„ბლანკოსი“ ჩემი ცხოვრებაა. ამ გუნდმა ყველაფერი მომცა, დღეს კი ჩემპიონთა ლიგის 6 ტიტულს ვფლობ. ვფიქრობ, ეს დიდი იღბალი და გამართლებაა.“
„ყველას დიდი მადლობა. ჩვენ ერთი დიდი ოჯახი ვართ. სამეფო კლუბი მსოფლიოში საუკეთესოა და სწორედ ამიტომ ჰყავს ყველაზე მეტი ქომაგი. ემოციები, რომელსაც „ბლანკოსის“ თამაში იწვევს ყოველთვის დაუვიწყარია.“
- 3 ივნისი 2024
- 861
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.