რონალდოს მისდამი უნდობლობა არ ესიამოვნა
კრისტიანო რონალდო გაკვირვებული დარჩა იმით,რომ მის სამშობლოში ეჭვქვეშ დააყენეს მისი ავადმყოფობა,რის გამოც მან გამოტოვა ლიხტენშტეინთან მატჩი.
12 აგვისტოს ფეხბურთელმა ვერ შეძლო დახმარებოდა პორტუგალიის ნაკრებს ავადმყოფობის გამო.ის ახალი დაბრუნებული იყო ჩრდილო–ამერიკული ტურნედან.ამხანაგური მატჩი მიძღვნილი იყო ლიხტენშტეინის საფეხბურთო ასოციაციის 75 წლისთავისადმი.გულშემატკივრებს ძალიან სურდათ ენახათ პორტუგალიელი ვარსკვლავი.
"ნაკრებში ყოველთვის მაქსიმუმს ვიღებდი.ეხლა კი ვგრძნობ თავს დამცირებულად.ხალხი კარგად მიცნობს და ვიცი საიდანაც მოდის ეს კრიტიკა"–განუცხადა კრისტიანო რონალდომ ტელეკომპანია SIC-ს გუშინდელი მატჩის დასრულების შემდეგ,სადაც "რეალმა" გაანადგურა "დორტმუნდი".
ინფორმაციის წყარო:Goal.com
- 20 აგვისტო 2009
- 3 776
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.