სანჩო:„„რეალში“ რამდენიმე მეგობარი მყავს“
ჟეიდონ სანჩომ მადრიდის „რეალთან“ ფინალურ დაპირისპირებაზე ისაუბრა.
„მადრიდის „რეალს“ ჩემი ქება არ სჭირდება. გუნდის ისტორია, ტიტულები და სტატისტიკა ყველაფერს ნათლად გვიჩვენებს. ვიცით, რომ ძალიან რთული თამაშის ჩატარება მოგვიწევს, მაგრამ ამისთვის მზად ვართ.“
„სამეფო კლუბში რამდენიმე მეგობარი მყავს. მას შემდეგ, რაც „ბლანკოსმა“ მიუნხენის „ბაიერნი“ დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა, ბელინგემს და ვინისიუსს მოკლე შეტყობინება გავუგზავნე და ვუთხარი, რომ ლონდონში ვნახავდი.“
„ზუსტად ვიცოდი, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ადრე თუ გვიან მოვხვდებოდი. ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპია და ბოლომდე ვიბრძოლებ გამარჯვებისთვის.“
- 31 მაი 2024
- 1 277
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.