ლუნინი გუნდთან ერთად ლონდონში ვერ მიემგზავრება
ანდრეი ლუნინს კვლავ ტემპერატურა აღენიშნება. არსებობს ეჭვი იმისა, რომ საქმე გარკვეულ ინფექციასთან გვაქვს, სწორედ ამიტომ, თავის დაზღვევის მიზნით, უკრაინელი კიპერი ინგლისში გუნდთან ერთად ვერ გაემგზავრება.
ლუნინს დღეს კლინიკაში მოათავსებენ, სადაც სრულფასოვან სამედიცინო შემოწმებას გაივლის და სწორედ ამის შემდეგ გახდება ცნობილი, მიეცემა თუ არა ანდრეის ლონდონში გამგზავრების უფლება.
თუ ყველაფერი გამოირიცხება, უკრაინელი კარის დარაჯი ხვალ, ჩარტერული რეისით გაემგზავრება ინგლისში და გუნდს შეუერთდება.
- 30 მაი 2024
- 1 196
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.