ანჩელოტის მიჩელმა აჯობა
მიუხედავად იმისა, რომ კარლო ანჩელოტი ლა ლიგის საუკეთესო მწვრთნელის კანდიდატი გახლდათ და ფავორიტად განიხილებოდა, აღნიშნული ჯილდო მიჩელმა მიიღო...
იტალიელ სპეციალისტს „ჟირონას“ მწვრთნელმა აჯობა. ლა ლიგაში ფიქრობენ, რომ კატალონიური კლუბის თამაში, რომელიც გუნდმა მთელი სეზონის განმავლობაში აჩვენა განსაკუთრებული იყო.
„ჟირონა“ ლა ლიგის ლიდერის სტატუსს არაერთი ტურის მანძილზე ფლობდა და საბოლოო ჯამში 81 ქულასაც მოუყარა თავი, რაც არაერთ სეზონში ჩემპიონობისთვისაც კი იყო საკმარისი.
- 29 მაი 2024
- 1 881
- 7