ფედე:„მისნაირი კაპიტანი „რეალს“ ვერასდროს ეყოლება“
ფედერიკო ვალვერდემ ჩემპიონთა ლიგის დღეების ფარგლებში სხვადასხვა საკითხი მიმოიხილა.
„ის, რომ ფინალში ვართ, ძალიან მაბედნიერებს. მადრიდის „რეალი“ ვალდებულია ყოველ წელს მოწოდების სიმაღლეზე იდგეს. სწორედ ეს ხდის ამ გუნდს მსოფლიოში საუკეთესოს.“
„8 ნომრიანი მაისური? რა თქმა უნდა, ძალიან მომწონს ეს ნომერი, მითუმეტეს, აქამდე „8“-იანი ტონი კროოსი იყო. თუ ნომერს შევიცვლი, ჩემი პასუხისმგებლობა კიდევ უფრო გაიზრდენა, ვინაიდან ლეგენდარული ფეხბურთელის მაისურის ტარება მომიწევს.“
„სერხიო რამოსი? ის „რეალის“ ყველა დროის საუკეთესო კაპიტანია და მომავალშიც ასე იქნება. „ბლანკოსს“ ვეღარ ეყოლება სერხიოს სტილის კაპიტანი.“
„„ბაიერნთან“ გერმანიაში გამარჯვება შეგვეძლო, მაგრამ ვერ მივაღწიეთ. მივიჩნევ, რომ „ალიანც არენაზე“ „რეალს“ მეტი რესურსი ჰქონდა. თუ მიუნხენში გავიმარჯვებდით, ბერნაბეუზე ტანჯვა არ მოგვიწევდა, თუმცა მთავარი ის არის, რომ გუნდმა გაიმარჯვა. ხოსელუს შესრულებული დუბლი ისტორიას დარჩება.“
„გოლი, რომელიც „სიტის“ გავუტანე არასდროს დამავიწყდება. მაშინ ვერ აღვიქვი, თუმცა საოცარი მომენტი იყო.“
„ჩვენ ვერასდროს შევცვლით კროოსს, ვინაიდან ის შეუდარებელი ფეხბურთელია. ვფიქრობ, პლანეტაზე მისი დონის ნახევარმცველი არ არსებობს, სწორედ ამიტომ, გერმანელის წასვლთ გამოწვეული დანაკლისი კოლექტიურად უნდა შევავსოთ.“
„თმის შეღებვა? თუ ოქროს მედლებს დავესაკუთრებით, ეს შესაძლოა მართლაც გავაკეთო, თუმცა ამ ეტაპზე პირობას ვერ მოგცემთ.“
„„რეალის“ კაპიტნობა ჩემი ოცნებაა და მჯერა, რომ ამის დრო მოვა. არასდროს, არცერთ კლუბში თამაშზე არ მიფიქრია, რადგან სანტიაგო ბერნაბეუ ჩემი სახლია.“
- 28 მაი 2024
- 6 331
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.