არდა გიულერი:„ფინალში თამაში მსურს“
არდა გიულერმა ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებით ისაუბრა.
„ის, რომ აქ ვარ, ძალიან დიდი დამსახურებაა იმ ადამიანების, რომლებიც მუდმივად გვერდში მედგნენ. დიდი მადლობა თურქ ხალხს, მათი ღვაწლი დიდია. ახლა ჩემი სამშობლოსგან შორს ვარ, მაგრამ მხარდაჭერას ყოველდღიურად ვგრძნობ.“
„საქმეები კარგად მიდის და დიდი იმედი მაქვს, ახალ სეზონში კიდევ უფრო მეტ სათამაშო დროს მივიღებ და შესაძლებლობებს გამოვავლენ.“
„ფინალში თამაში? რა თქმა უნდა, მსურს, რომ მოედანზე გავიდე, მაგრამ თუ ანჩელოტის სხვა პოზიცია ექნება, პრობლემა არ არის.“
„ჩვენ ყოველთვის ვხელმძღვანელობთ გუნდური ინტერესებიდან გამომდინარე და სწორედ ეს არის წარმატების საიდუმლო.“
- 28 მაი 2024
- 702
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.