მოდრიჩი:„„რეალს“ აბსოლუტური თავდაჯერება აქვს“
ლუკა მოდრიჩმა ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებით „უეფასთან“ ისაუბრა.
„მადრიდის „რეალს“ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე აბსოლუტური თავდაჯერება აქვს. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ფეხბურთელს შეინარჩუნოს სიმშვიდე. რა თქმა უნდა, ყველა ვფიქრობთ ფინალზე, მაგრამ ახლა ძირითადად მზადების პროცესია, ინგლისში ჩასვლის შემდეგ კი ემოციები რა თქმა უნდა გაცილებით დიდი იქნება.“
„ისტორიულ მომენტში ვარ. მაქვს პატივი, კიდევ ერთხელ ვიყო მსოფლიოს საუკეთესო გუნდის წარმომადგენელი და ფინალში გუნდის დახმარება მოვახერხო.“
„არაერთ სტადიონზე შემამკეს ოვაციებით და ეს მნიშვნელოვანი იყო, ყველა გუნდის გულშემატკივარს დიდ მადლობას ვუხდი მსგავსი ჟესტისთვის.“
„ეს სეზონი ძალიან წარმატებულია. გუნდმა მოიგო ესპანეთის სუპერთასი, შემდეგ ლა ლიგა, თანაც ძალიან ბევრი პრობლემის ფონზე. ახლა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვართ და მე-15 თასი ძალიან ახლოს არის. ჩვენ ვიბრძოლებთ წარმატებისთვის.“
- 28 მაი 2024
- 674
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.