კროოსი:,,ფინალის ლონდონში მოგება სიმბოლური იქნება"
ტონი კროოსმა „უეფასთან“ ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „უემბლიზე“ ჩემპიონთა ლიგის მოგებას მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს...
„ფინალის დღეს მოუთმელად ველოდებით და ვიცით, რამხელა გამოწვევას უნდა ვუპასუხოთ. ეს იქნება ჩემი ბოლო მატჩი „რეალის“ მაისურით, რომელსაც უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ.“
„ქომაგებს უკვე დავემშვიდობე, სწორედ ამიტომ დამშვიდობების სხვა ცერემონიები არ იქნება. მე მივიღე უდიდესი სიყვარული და პატივისცემა, რის გამოც ბედნიერი ვარ.“
„დარწმუნებული ვარ, რთული თამაში გველის. „დორტმუნდი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალში შემთხვევით არ მოხვედრილა და დიდ ბრძოლას გაგვიმართავს. ამ გუნდმა აჩვენა ხასიათი და მებრძოლი სული, რაც დასაფასებელია.“
„ჩემპიონთა ლიგა პირველად სწორედ „უემბლიზე“ მოვიგე და თუ ბოლო თასსაც ამ სტადიონზე აღვმართავ, აუცილებლად განვაცხადებ, რომ ცხოვრებაში დამთხვევების უნდა გვჯეროდა და ეს სიმბოლური მომენტი იქნება.“
„ამ სეზონში არაერთი გერმანული გუნდი დავამარცხეთ, რომლებმაც უდიდესი წინააღმდეგობა გაგვიწიეს. ფაქტია, რომ ბუნდესგუნდები წარმატებულები არიან.“
„გულშემატკივრებს თავდადებულ თამაშს ვპირდები. ეს იქნება ჩემი ბოლო ძალისხმევა, რომელსაც სამეფო კლუბის გამო გავიღებ. ძალიან მიხარია, რომ, ახლა აქ, ფინალისტის სტატუსით გესაუბრებით და მსურს, რომ ოქროს მედალს დავესაკუთრო.“
- 27 მაი 2024
- 5 852
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.