ვალვერდე:„თუ ფინალის მოგება გვსურს, ეს უნდა გავაკეთოთ“
ფედერიკო ვალვერდემ ჩემპიონთა ლიგის ფინალთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ მისი მიზანი სეზონის საუკეთესო თამაშის ჩვენებაა.
„იმედი მაქვს, შაბათი ჩვენთვის დასამახსოვრებელი და ისტორიული დღე გახდება. დარწმუნებულები ვართ, გულშემატკივრების გახარება შეგვიძლია. მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის ფინალი უნდა მოიგოს.“
„თუ გამარჯვება გვსურს, სეზონის საუკეთესო შეხვედრა უნდა ჩავატაროთ. ეს არის ჩვენი მიზანი და ამოცანა.“
„„დორტმუნდს“ ძალიან კარგი ფეხბურთელები ჰყავს, რომლებმაც ბევრი იბრძოლეს და აქამდე მოვიდნენ. ახლა დროა, ჩვენ დავამტკიცოთ შესაძლებლობები და მე-15 თასი აღვმართოთ.“
„ამ სეზონში ცოტა უკან ვითამაშე და გუნდური სულისკვეთების გაზიარებას ვცდილობდი. შარშანდელთან შედარებით გაცილებით ნაკლები გოლი გავიტანე, მაგრამ გუნდს სხვა საქმეების შესრულებაში დავეხმარე.“
„აღელვებული ვარ და დარწმუნებული ვარ, ყოველი მომდევნო დღე განსაკუთრებულად ემოციური იქნება. მაქვს შანსი, ჩემპიონთა ლიგის თასი აღვმართო და ამისთვის ყველაფერს ვიღონებ.“
- 27 მაი 2024
- 947
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.