ვინი:„ვფიქრობ, „დორტმუნდს“ ამ ანგარიშით დავამარცხებთ“
ვინისიუს ჟუნიორმა „უეფასთან“ ინტერვიუში ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ისაუბრა.
„ძალიან მნიშვნელოვანი კვირაა. აქამდე არაერთი გადამწყვეტი მატჩი ვითამაშეთ, თუმცა მთავარი შეხვედრა სწორედ „დორტმუნდის“ წინააღმდეგ გველის. ძალიან მინდა, რომ გოლის გატანა შევძლო და გუნდს გამარჯვებაში დავეხმარო.“
„ჩვენი მოტივაცია მხოლოდ გამარჯვებაა და ამისთვის გუნდი ყველაფერს იღონებს. სრულიად „რეალი“ მაქსიმალურად არის მოტივირებული. მე-15 თასი ძალიან ახლოსაა, სწორედ ამიტომ მებრძოლი სულის გამოვლენა გვმართებს.“
„ვფიქრობ, „დორტმუნდის“ დამარცხებას ანგარიშით 2:0 შევძლებთ, სწორედ ეს არის ჩემი პროგნოზი, გატანილი გოლებიდან კი ერთ-ერთი სწორედ ვინის ანგარიშზე უნდა იყოს (იცინის).“
„ამ სეზონში მხოლოდ 2 მატჩი წავაგეთ და დიდი იმედი მაქვს, ფინალური შეხვედრის შემდეგაც იქნება ეს სტატისტიკა შენარჩუნებული.“
„არასდროს მეშინოდა ბურთის დაკარგვის და სწორედ ამიტომ ვისწავლე დრიბლინგი. მივიჩნევ, რომ ძალიან დიდი პროგრესი ვაჩვენე და დღევანდელ დღემდე კარგად მოვედი. მსურს, ფინალში საუკეთესო ფეხბურთი ვითამაშო.“
„ბორუსიელებს“ არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელი ჰყავთ, რომლებმაც ბევრი იბრძოლებს და ინგლისის საგზური დაიმსახურეს. ზუსტად ვიცი, რომ საინტერესო და მომენტებით დახუნძლული შეხვედრა გვექნება.“
- 27 მაი 2024
- 6 415
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.