ვინისიუსი:„ეს ჩემი კარიერის ყველაზე დიდი შოკი აღმოჩნდა“

ვინისიუს ჟუნიორი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ახდენს კონცენტრაციას.

„ვამაყობ, რომ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელი ვარ. გუნდის, რომელმაც ბევრი პრობლემა გადალახა და დღეს ჩემპიონთა ლიგის ფინალისტის სტატუსს ფლობს. ჩვენ აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ და კიდევ ერთხელ აღვმართოთ თასი.“

„21-ე საუკუნეში მადრიდის „რეალს“ ევროსარბიელზე უდიდესი წარმატება აქვს დაფიქსირებული და ეს ისტორია კიდევ გაგრძელდება.“

„ადრეც ვთქვი და ახლაც ვიმეორებ, რომ ფინალი ტონი კროოსს უნდა მივუძღვნათ. სრულიად წარმოუდგენელია, რომ მომდევნო სეზონში გერმანელისგან პასს ვერ მივიღებ. ღიად შემიძლია ვთქვა, რომ მისი კარიერის დასრულება ჩემთვის ყველაზე დიდი შოკი აღმოჩნდა.“

„ახლა „დორტმუნდთან“ მატჩზე ვფიქრობ და ვცდილობ, ტონის წასვლაზე არ ვინერვიულო. ალბათ დროის გასვლასთან ერთად, გერმანელის დანაკლისს ვიგრძნობთ.“

„ჯუდი „დორტმუნდს“ კარგად იცნობს. დარწმუნებული ვარ, მისთვის ყოფილი კლუბის წინააღმდეგ ასპარეზობა ძალიან ამაღელვებელი იქნება.“

„ჩვენ ვართ „რეალი“ და რა თქმა უნდა, ბევრს ფავორიტად მივაჩნივართ, მაგრამ ძალიან დიდი პასუხისმგებლობით ვუდგებით ფინალურ შეხვედრას. ვიცით, რომ ამ ეტაპზე შემთხვევით ვერავინ ხვდება. არ ვივიწყებთ, რომ ტერზიჩის გუნდმა 1/2 ფინალში „პსჟ“-ს ურთულესი ბრძოლა მოუგო.“

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)