ანჩელოტი:„ჩემპიონთა ლიგის ფინალი კროოსს უნდა მივუძღვნათ“
კარლო ანჩელოტიმ მედიის დღეების ფარგლებში ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ პრესკონფერენცია გამართა...
„ყველა უნდა დავტკბეთ ამ მომენტით. მადრიდის „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის ფინალშია, რაც იმას ნიშნავს, რომ სეზონი წარმატებული იყო.“
„ეს ჩემთვის მე-6 ფინალია, ყველა ჯერზე ძალიან აღელვებული ვიყავი. გამონაკლისი არც ეს ეტაპი გახლავთ.“
„ვიცით, რომ „დორტმუნდთან“ დიდი ბრძოლა გველის. ამ გუნდმა არნახული ძალა და ხარისხი აჩვენა და ლიგის ფინალში მოხვედრა დაიმსახურა. ვერ ვიტყვი, რომ ჩვენ ფავორიტის სტატუსს ვფლობთ, რადგან შანსები თანაბარია.“
„გუნდში ჩემპიონთა ლიგის რეჟიმია გააქტიურებული. მოთამაშეები მაქსიმალურ კონცენტრაციას ახდენენ, ეს საოცარი ეტაპია.“
„გერმანელებმა „პსჟ“-ს წინააღმდეგ კიდევ ერთხელ გამოამჟღავნეს მებრძოლი ხასიათი. ეს იყო ძალიან სანახაობრივი შეხვედრა.“
„ფეხბურთელებს ყველა საჭირო ინფორმაციას მივცემ. 5 დღე დაგვრჩა კარგად მოსამზადებლად და გვჯერა, რომ ეს სრულიად საკმარისი იქნება. „რეალი“ ბევრს იბრძოლებს.“
„ცრურწმენები არ მიყვარს, საქმის კეთებაზე ვარ ორიენტირებული. გამოცდილებამ აჩვენა, რომ მთავარი საქმე და შინაარსობრივი მუშაობაა.“
„ჩემპიონთა ლიგა რა თქმა უნდა განსაკუთრებულია. მადრიდის „რეალს“ ამ ტურნირზე საოცარი ისტორია აქვს შექმნილი და სხვა გუნდებს ბევრად აღემატება.“
„არაერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი მყავს, რომლებმაც გაითავისეს „რეალის“ ფილოსოფია და ისტორია. ამაში დიდი წვლილი შეიტანეს ვეტერანმა მოთამაშეებმა, რომლებიც მომავალშიც გააგრძელებენ ამ მნიშვნელოვანი საქმის კეთებას.“
„ჩემი ურთიერთობა ფეხბურთელებთან? დიახ, ჩვენ ნამდვილად გვაქვს მამა-შვილური ურთიერთობა. პროფესიონალურზე მეტად მნიშვნელოვანია პირადი ურთიერთობები, რომელიც გუნდში კარგ გარემოს აყალიბებს.“
„არდა გიულერი ფინალში? მან არაერთხელ აჩვენა საკუთარი ნიჭი და პოტენციალი. შესაძლოა თურქი „დორტმუნდის“ წინააღმდეგ მატჩში დაგვეხმაროს და ძალიან პროდუქტიული იყო.“
„საუკეთესო მომენტი ამ სეზონში? ვერ გამოვარჩევ. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო საოცარი ჯგუფური ეტაპი, შემდეგ ძალიან მძიმე მატჩები „ლაიფციგთან“, წარმოუდგენელი ძალისხმევა „სიტისთან“ და „ბაიერნთან“. ყველა მატჩს ჰქონდა საკუთარი ელფერი.“
„„ატალანტამ“ ევროპის ლიგაზე საოცარი ფინალი ითამაშა. ვულოცავ იტალიელებს, მათ ურთულესი მისიის შესრულება შეძლეს.“
„ტონი კროოსი „რეალის“ ისტორიაა. თუ ჩემპიონთა ლიგის ფინალს მოვიგებთ, ეს იქნება გერმანელის კარიერის ბრწყინვალე გვირგვინი, თუმცა ის ლეგენდარული ფეხბურთელის სტატუსს თასების გარეშეც ატარებს. ტონი უნიკალური ფიგურაა.“
„ყოველთვის ვაჩვენებდით ჩვენს პიროვნებას და ძალას. ამ სეზონში უპრეცენდენტო რაოდენობის პრობლემა გვქონდა, მაგრამ ერთიანობამ შედეგი მოიტანა.“
„ბელინგემთან ჩვენს მეტოქეზე არ მისაუბრია, ვინაიდან მეტოქე ისედაც დეტალურად გვყავს შესწავლილი და ვიცით, როგორ ვითამაშოთ.“
„„დორტმუნდს“ ჰყავს ადეიემი, როისი, სანჩო და სხვები. ამ გუნდთან სიფრთხილეა საჭირო. დაცვაში მაქსიმალური ყურადღებით გამოსვლა გვმართებს.“
„დაშავდა კურტუა, ჩვენ გვყავს ლუნინი და კეპა და პრობლემის მოგვარება შევძელით. დაშავდა მილიტაო, მაგრამ ვთქვით, რომ გვყავდა ალაბა, რუდიგერი და ნაჩო, თუმცა შემდეგ დავიდიც დაშავდა და ჩუამენის ცენტრალურ მცველად მოუწია თამაში. ეს იყო ძალიან რთული თვეები, მაგრამ „რეალს“ ილუზიები არასდროს შეუცვლია.“
„კურტუა თუ ლუნინი? ამას ფინალის წინა დღეს გადავწყვეტ, ჯერ გადაწყვეტილება კვლავ არ მიმიღია.“
„სამწუხაროდ, ადნრეის ტემპერატურა აღენიშნება, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, შაბათამდე გამოჯანმრთელებას შეძლებს.“
„კროოსს ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ დავემშვიდობები, ნაჩომ კი მითხრა, რომ საკუთარ გადაწყვეტილებას პირველი ივნისის შემდეგ მაცნობებს. მას მოუწევს ტელეფონზე დამირეკოს, რადგან უკვე შვებულებაში ვიქნები.“
„მოდრიჩის მომავალი? ხორვატთან დაკავშირებით ყველაფერი გარკვეულია. ჩვენ ამ საკითხზე უკვე ვისაუბრეთ“
- 27 მაი 2024
- 1 981
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.