კალაფატმა „ჩელსის“ უარი უთხრა
ბრიტანული გამოცემების ცნობით, ფლორენტინო პერესის ყველაზე დიდი ნდობით აღჭურვილი პირი, ხუნი კალაფატი, რომელმაც იმუშავა ვინისიუსის, ენდრიკ ფელიპეს, როდრიგოს, მილიტაოს და სხვა ფეხბურთელების ტრანსფერებზე, ლონდონის „ჩელსის“ ინტერესის არეალში მოექცა, მაგრამ საოცარი წინადადება დაბლოკა...
ლონდონის „ჩელსი“ მზად იყო, ხუნისთვის აბსოლუტურად უპრეცენდენტო წინადადებით მიემართა, მაგრამ კალაფატმა შეთავაზება მაშინვე დაბლოკა.
„არისტოკრატები“ ფიქსირებული ხელფასის სახით კალაფატს 45 მილიონ ევროს სთავაზობდნენ, რაც გაცილებით აღემატება ხუნის მადრიდულ სარგოს.
„რეალის“ წარმომადგენლებმა ფლორენტინო პერესს კიდევ ერთხელ კარგად და მკაფიოდ დაუდასტურა პატივისცემა.
- 25 მაი 2024
- 1 192
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.