ანჩელოტი:,,ფინალში ჩუამენი არ იქნება"
კარლო ანჩელოტიმ „ბეტისთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ლა დესიმა ყველას კარგად გვახსოვს. მას შემდეგ 10 წელი გავიდა და მადრიდულ გრანდში თაობა შეიცვალა, თუმცა მაშინდელი გუნდის რამდენიმე მოთამაშე კვლავ ჩვენს სადარაჯოზე დგას. გუნდში არიან საამაყო ფეხბურთელები, რომლებიც ღირსეულად განაგრძობენ დაწყებულ გზას.“
„ძალიან სამწუხაროდ უნდა ვთქვა, რომ ორელიან ჩუამენი ფინალში ვერ ითამაშებს. ის მოედანს ევროპის ჩემპიონატზე დაუბრუნდება.“
„კროოსი ტიპიური გერმანელია, რომელიც განსაკუთრებული მიზანდასახულობით გამოირჩევა. გერმანელის შემცვლელზე ახლა არ ვფიქრობთ, თუმცა ძალიან გაგვიჭირდება ისეთი ფეხბურთელის მოყვანა, რომელიც სრულფასოვნად ჩაანაცვლებს.“
„კროოსს სურდა, რომ საფეხბურთო კარიერა უმაღლეს დონეზე დაესრულებინა, სწორედ ამიტომ მისი გადაწყვეტილება მესმის და პატივს ვცემ. ჩვენ ბევრი ვისაუბროთ, ის ძალიან მტკიცე იყო.“
„კროოსი მიდის, ეტაპობრივად გუნდს სხვა ლეგენდებიც დაემშვიდობებიან. ეს ბუნებრივი პროცესია. მთავარი ის არის, რომ ახალგაზრდები მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ.“
„ნაჩოს მომავალი ჯერ არ გადაუწყვეტია. კაპიტანი ფინალზეა კონცენტრირებული, რის შემდეგაც გადაწყვეტს, გააფორმოს თუ არა ახალი კონტრაქტი გუნდთან.“
„მბაპე ოლიმპიურ თამაშებზე? ვფიქრობ, ეს საფრანგეთის ნაკრების საქმეა. ოლიმპიურ თამაშებს ხშირად ვუყურებ.“
„თუ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ჩემ ფეხბურთელებს ოქროს ბურთის მიღების შანსი გაეზრდებათ.“
„კროოსმა მადრიდული კარიერის 10 წლის განმავლობაში განსაკუთრებული სტაბილურობა აჩვენა. გერმანელს არასდროს ჰქონია ჩავარდნა, მუდამ სტაბილური იყო და საოცარი სტატისტიკა დააფიქსირა. ბურთის ფლობის მაჩვენებელი და პასების სიზუსტე ყველაფერზე მეტყველებს, ტონი მართლაც მსოფლიოს ყველა დროის გამორჩეული მოთამაშეა.“
- 24 მაი 2024
- 16 656
- 9