10 წელი „ლა დესიმადან“
დღეს, 24 მაისს ზუსტად 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგა მეათედ მოიგო.
ეს არ გახლდათ უბრალო ფინალი. ეს იყო მატჩი, რომელიც სამუდამოდ ჩაიბეჭდა მადრიდის „რეალის“ ქომაგების მეხსიერებაში, ვინაიდან სერხიო რამოსმა ანგარიშის გათანაბრება მატჩზე დამატებული მესამე წუთის მიწურულს გაიტანა, საბოლოო ჯამში კი „ბლანკოსმა“ შეხვედრა დამატებით დროში გადაიყვანა და 4-1 იმარჯვა.
„რეალის“ შემადგენლობა ლისაბონში ასე გამოიყურებოდა: კასილიასი, კარვახალი, სერხიო რამოსი, ვარანი, კოენტრაუ, ხედირა, მოდრიჩი, დი მარია, ბეილი, რონალდუ, ბენზემა
- 24 მაი 2024
- 449
- 2