„რეალი“ „მან.სიტის“ სუპერ ვარსკვლავში 120 მილიონს იხდის!

ბრიტანული გამოცემების ცნობით, მადრიდის „რეალი“ მანჩესტერ „სიტის“ მიმზიდველი წინადადებით მიმართავს.

ფლორენტინო პერესი მზად არის, როდრი სამშობლოში დააბრუნოს, ამისთვის კი 120 მილიონი ევრო გადაიხადოს.

როდრი გახლავთ ერთადერთი ფეხბურთელი, რომელსაც ფლორენტინო ტონი კროოსის შემცვლელად მოიაზრებს, სხვა შემთხვევაში „ბლანკოსი“ გერმანელის შემცვლელზე არ იზრუნებს.

როდრი გვარდიოლას გუნდის ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა, მაგრამ „სიტიში“ ჯერ ისიც კი არ იციან, რჩება თუ არა პეპი კოლექტივში.

უნდა აღინიშნოს, რომ ესპანელმა ნახევარმცველმა ამ სეზონში მხოლოდ პრემიერლიგაში 34 თამაში ჩაატარა, სადაც 8 გოლის გატანა და 9 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო, როდრი ასევე პროდუქტიული იყო ჩემპიონთა ლიგაზე, სადაც ჩატარებულ 8 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 3-ჯერ საგოლე გადაცემით გამოირჩა.

პერესი 27 წლის ფეხბურთელისთვის 5 წლიანი კონტრაქტის შეთავაზებას აპირებს, სადაც ხელფასის სახით 12.5 მილიონი ევრო იქნება განსაზღვრული.

ტრანსფერის შემთხვევაში, ნახევარმცველი „ბლანკოსის“ ერთ-ერთ ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელის სტატუსს მოირგებს.


1

24 მაი 2024 12:22

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 69
აუ გააჯმეინეთ რა მაგ კენბუხას. Არ მოიყვანოთ!!!

2

24 მაი 2024 12:26

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
მაგარია თან წელს თუ არა იმ წელს მაინც თუ დაითრიეს არაა ცუდი იმის ფონზე რო მოდრიჩიც წავა იმ წელს და კაკრას დაგვხატავს როდრი

3

24 მაი 2024 12:27

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 896
მართლა გააჯმევინეთ

4

24 მაი 2024 13:33

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 377
როდრის გავარდნა დედაც. ვირცი მოვიდეს და მორჩა ალონსოსთან ერთად და კარვას შემცვლელიც ალონსოსთანაა

5

24 მაი 2024 17:40

  • ჯგუფი: სტუმარი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 0
აუ მართლა მოაშორეთ რაა არ გვინდა მაგას ჯობია რო ვირცი იყიდონ

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2025 (244)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)