კიდევ ერთი ვარჯიში ბაზაზე
სამეფო კლუბის ფეხბურთელებმა „ბეტისთან“ შეხვედრის წინ კიდევ ერთი ვარჯიში ჩაატარეს.
კარლო ანჩელოტიმ დღევანდელ სესიაზე განსაკუთრებით დიდი ყურადღება დაუთმო ბურთის ფლობის კომპონენტს, ტაქტიკურ მონახაზებსა და კარში დარტყმებს.
ვარჯიშის მეორე ნაწილში გუნდმა მოკლე სივრცეში ზუსტ თამაშზე გააკეთა აქცენტი.
მეკარეები გოლკიპერთა მწვრთნელთან ერთად ვარჯიშობდნენ შემდეგ კი გუნდს შეუერთდნენ.
ორელიან ჩუამენი და დავიდ ალაბა აღდგენით პროცესს განაგრძობენ.
- 22 მაი 2024
- 266
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.