მოდრიჩის დარჩენის საჭიროება იზრდება
მას შემდეგ, რაც ტონი კროოსმა კარიერის დასრულება ოფიციალურად დაადასტურა, მადრიდის „რეალში“ ლუკა მოდრიჩის დარჩენის საჭიროება კიდევ უფრო გაიზარდა.
თუ ტონისთან ერთად კლუბს ლუკაც დაემშვიდობება, „რეალს“ სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობა აუცილებლად მოუწევს, ვინაიდან კლუბს ორი ძალიან გამოცდილი და ტოპ კლასის შუახაზელი დატოვებს.
ამ შემთხვევაში, მოდრიჩის კიდევ 1 წლით დარჩება იდეალური გამოსავალი იქნება, რაც ასევე ხელს შეუწყობს ედუარდო კამავინგას უფრო გამოცდილ ფეხბურთელად ქცევას და არდა გიულერის განვითარებას.
„მარკას“ ინფორმაციით, მადრიდში ხორვატთან დაკავშირებით ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს.
- 21 მაი 2024
- 1 704
- 9
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.