კროოსი:„ჩემი გადაწყვეტილება „რეალს“ არ უნდა ეწყინოს“

ტონი კროოსმა კარიერის დასრულებასთან დაკავშირებით ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა...

„ეს სეზონი არის ერთ-ერთი საუკეთესო, რაც ფეხბურთში მითამაშია, სწორედ ამიტომ, ახლა ყველაზე კარგი დროა საფეხბურთო კარიერის დასასრულებლად.“

„მე არ მსურდა სკამზე ჯდომა, არ მსურდა სათამაშო დონის შემცირება. მსურდა, რომ ფეხბურთიდან ყველაზე მაღალ დონეზე წავსულიყავი.“

„მინდა ხალხს დავამახსოვრდე ისეთი, როგორიც ახლა ვარ. სწორედ ამიტომ გადაწყვეტილებას მიზანშეწონილად მივიჩნევ.“

„კარიერის „რეალში“ დასრულება ჩემი ოცნება იყო. ვფიქრობ, სამეფო კლუბს არ უნდა ეწყინოს, რომ კარიერას ვასრულებ, ვინაიდან ამის ნიადაგი მზადდებოდა, ამაზე ადრეც ვსაუბრობდი.“

„ეს 10 წელი ყოველთვის საოცრად გამახსენდება. ეს გახლდათ უდიდესი მოგონებების და გამარჯვებების ეპოქა.“

„კიდევ შემეძლო რამდენიმე წელი თამაში, მაგრამ რეგრესის გზაზე დადგომა არ მსურდა, სწორედ ამიტომ, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე.“

„აუცილებლად ვიდგები მადრიდის „რეალის“ გულშემატკივართა დიდი არმიის გვერდით, ეს უკვე ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდება.“

„ახლა მხოლოდ ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე ვფიქრობ და მივიჩნევ, რომ ეს ჩემი კარიერის ბრწყინვალე გვირგვინი იქნებოდა.“

  • Hala
  • 21 მაი 2024
  • 3 981
  • 2

1

22 მაი 2024 10:46

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 377
სიტყვები ზედმეტია თითოეულ მადრიდისტას გვეამაყება რომ 10 წელი საოცარი ტონი კროოსი გვყვავდა

2

22 მაი 2024 21:52

  • ჯგუფი: წევრი
  • |
  • სიახლეები: 0
  • |
  • კომენტარები: 2 419
ტონი შენ რეალის ისეთი ლეგენდების გვერდით დგახარ,როგორებიც იყვნენ:
რაული,ზინედინ ზიდანი,ფიგუ,დევიდ ბეკჰემი,რობერტო კარლოსი,მარსელო,ბეილი და რა თქმა უნდა კრიშტიანუ რონალდუ.წარმატებები ლეგენდავ.......

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 მბაპე 31
2 ლევანდოვსკი 27
3 ბუდიმირი 21
4 სორლოტი 20

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ივნისი 2025 (244)
მაისი 2025 (359)
აპრილი 2025 (321)
მარტი 2025 (314)
თებერვალი 2025 (329)
იანვარი 2025 (330)