ტონი კროოსის ოფიციალური განცხადება!
ტონი კროოსმა ოფიციალური განცხადება თავად გააკეთა და მადრიდის „რეალის“ გულშემატკივრებს დაემშვიდობა.
„2014 წლის 17 ივლისს მადრიდის „რეალში“ პრეზენტაცია მქონდა და მას შემდეგ მთელი ჩემი ცხოვრება შეიცვალა. მე შევიცვალე, როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი, ამ კლუბმა ძალიან ბევრი მომცა და მასწავლა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც ღია გულით მიმიღო და მენდო. ეს იყო გიჟური 10 წელი, სადაც ძალიან ბევრი ტიტულის მოგება შევძელი.“
„ჩემი, როგორც აქტიური ფეხბურთელის კარიერა, 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დასრულდება. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო მადრიდისტებს, რომლებიც წლების მანძილზე უდიდესი სიყვარულით მამკობდნენ.“
„ამოცანა ყოველთვის იყო კარიერის უმაღლეს დონეზე დასრულება. ბევრი ვიფიქრე, ვიმსჯელე და გონებაში გადავწყვიტე, რომ ახლა ყველაზე კარგი დროა.“
„ამიერიდან მხოლოდ ეს არის ჩემი აზრები: A por la 15!!! HALA MADRID Y NADA MAS!”
- 21 მაი 2024
- 3 343
- 26