ბენზემა:„კრიშტიანო რონალდუ ამას არასდროს აკეთებდა“
კარიმ ბენზემამ ვინისიუს ჟუნიორი და კრიშტიანო რონალდუ შეადარა ერთმანეთს.
„ძალიან მომწონს ვინისიუსის პროგრესი. ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ბოლო წლებში დიდი წინსვლა აჩვენა და ბევრ კომპონენტში დაიხვეწა. ის ჰგავს რონალდუს ისეთი თვისებებით, რაც გადამწყვეტია. რონალდუ არასდროს კმაყოფილდებოდა მიღწეულით. მისთვის 50 გოლის გატანაც არ იყო საკმარისი.“
„ვინი ბევრს იგებს, თუმცა კიდევ უფრო მეტი შედეგისთვის იბრძვის, რაც მას საბოლოო წარმატებამდე მიიყვანს.“
„ოქროს ბურთი? თუ „რეალი“ ჩემპიონთა ლიგის მოგებას შეძლებს, ვინისიუსი ერთ-ერთი მთავარი ფავორიტი იქნება, თუმცა საგანგაშო არაფერია. თუ არა წელს, საუკეთესოდ დასახელება გადაიდება მომდევნო წლისთვის. ადრე თუ გვიან ეს აუცილებლად მოხდება.“
„წინა თაობის „რეალის“ უდავო ლიდერი რონალდუ იყო, ახლა კი ეს ფუნქცია სრულფასოვნად გადაიბარა ვინისიუს ჟუნიორმა.“
- 20 მაი 2024
- 6 253
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.