ჩუამენის შანსები მნიშვნელოვნად შემცირდა
ჩატარებულმა სამედიცინო გამოკვლევამ აჩვენა, რომ ორელიან ჩუამენის აღდგენითი პროცესი გეგმის მიხედვით ვერ მიმდინარეობს.
ფრანგ ფეხბურთელს კიდევ მინიმუმ 2 კვირა სჭირდება იმისთვის, რომ ვარჯიშის დაწყება შეძლოს, რაც იმას ნიშნავს, რომ „დორტმუნდის“ წინააღმდეგ მისი თამაში გამორიცხულია.
ორელიანის ევროპის ჩემპიონატზე თამაშს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მისთვის საკლუბო სეზონი უკვე დასრულებულია.
ანჩელოტის სურდა, რომ ნახევარმცველს ვარჯიში 27 ან 28 მაისს დაეწყო, თუმცა სამედიცინო შტაბი მთავარ მწვრთნელს ამ რეკომენდაციას არ აძლევს.
„მარკას“ ცნობით, ჩუამენის „უემბლიზე“ თამაში, 99%-ით გამორიცხულია.
- 20 მაი 2024
- 970
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.