კარემბე:„„რეალი“ ჩემპიონთა ლიგის უდავო ფავორიტია“
კრისტიან კარემბემ „მარკასთან“ ინტერვიუში საინტერესო საკითხები მიმოიხილა, ჩემპიონთა ლიგის 1998 წლის მომენტები გაიხსენა და „რეალს“ მიმდინარე სეზონში აბსოლუტური ფავორიტი უწოდა.
„„დორტმუნდი“ და „რეალი“ ისტორიული კონკურენტები არიან. მახსოვს 1998 წელი, როდესაც გერმანულ კლუბს გავუტანე და „რეალის“ ფინალში გასვლაში დიდი წვლილი შევიტანე. ის მომენტები ჩემთვის დაუვიწყარი იყო.“
„როდესაც ანჩელოტის გუნდმა „სიტის“ ბარიერი დაძლია, მაშინვე ვთქვი, რომ ეს გუნდი ფინალში გავიდოდა და ოქროს მედლებსაც მოიპოვებდა, ვინაიდან ეს იყო უდიდესი მუხტი.“
„თუ სამეფო კლუბი ევროსარბიელზე წარმატებას მიაღწევს, ვინისიუსი და ბელინგემი ოქროს ბურთის მოგების მთავარი ფავორიტები იქნებიან. იქვეა კილიანიც, თუმცა მან ჩემპიონთა ლიგაზე ვერაფერი გააწყო, სწორედ ამიტომ, ნაკლებ შანსს ფლობს.“
„არ მეგონა, რომ ამ სეზონში ხოსელუ ასეთი პროდუქტიული იქნებოდა. ესპანელმა საოცარი მატჩები ჩაატარა და „ბლანკოსის“ წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.“
„მენდიმ, კამავინგამ და ჩუამენიმ დიდი როლი ითამაშეს. ანჩელოტის მართლაც აქვს რესურსი, განსაკუთრებით ამის თქმა ნახევარდაცვაზე შეიძლება. გამოდიან როგორც ძირითადი, ასევე სათადარიგო სკამის ფეხბურთელები, მაგრამ კონკრეტულ მატჩებში საკუთარი შტრიხები შეაქვთ.“
„მთელი ცხოვრება „მერენგების“ დიდი გულშემატკივარი ვარ და მჯერა, 1 ივნისის საღამოს ბედნიერი ვიქნები.“
- 20 მაი 2024
- 607
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.