ლუკამ საუდის არაბეთის ყველა წინადადება დაბლოკა
ესპანური გამოცემების ცნობით, ლუკა მოდრიჩმა საუდის არაბეთის 3 კლუბის წინადადებები დაბლოკა.
ეს არის კიდევ ერთი ნიშანი იმისა, რომ ხორვატი ფეხბურთელი მადრიდის „რეალის“ დატოვებას არ აპირებს და მისი მომდევნო სეზონში ხილვის შანსი კვლავ დიდია.
„მარკას“ ინფორმაციით, მიმდინარე კვირის ბოლომდე ლუკიტა აგენტთან ერთად ფლორენტინო პერესს კიდევ ერთხელ შეხვდება და საბოლოო შეთანხმებას მიაღწევს.
ასევე დადასტურებულია, რომ ნახევარმცველი დათანხმდა ხელფასის 50%-ით შემცირებას და ამით კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა „მერენგების“ რიგებში დარჩენის სურვილს.
- 20 მაი 2024
- 391
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.