26 წელი ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე თასიდან!
დღეს, 20 მაისს 26 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მადრიდის „რეალმა“ ჩემპიონთა ლიგის მეშვიდე თასი მოიგო. ეს გახლდათ განსაკუთრებული მომენტი, რომელიც 1998 წელს დაფიქსირდა, ვინაიდან გუნდს ევროსარბიელზე 1966 წლის შემდეგ არ ჰქონდა წარმატება დაფიქსირებული.
„მერენგების“ მეტოქე ამსტერდამულ ფინალში ტურინის „იუვენტუსი“ იყო, გამარჯვება კი პეჯა მიატოვიჩის ერთადერთი გოლით „ბლანკოსს“ ხვდა წილად.
მაშინდელი სეზონის ჯგუფურ ეტაპზე „ბლანკოსი“ „როსენბორგთან“, „პორტოსთან“ და „ოლიმპიაკოსთან“ გავიდა ფონს. ასევე დაუვიწყარი გახლდათ „ლევერკუზენისა“ და „დორტმუნდის“ დამარცხება.
ჩემპიონთა ლიგის ფინალში „რეალის“ შემადგენლობა ასე გამოიყურებოდა - ილგნერი, პანუჩი, იერო, სანჩისი, კარლოსი, ზეედორფი, კარემბე, რედონდო, რაული, მიატოვიჩი, მორიენტესი.
მატჩის არბიტრი გერმანელი ლეგენდა - ელმურ კრუგი გახლდათ.
- 20 მაი 2024
- 434
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.