ხოსელუ:„ჩემი სეზონით კმაყოფილი ვარ“
ხოსელუ მატომ „ვილიარეალთან“ შეხვედრის შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„პირველ ტაიმში აბსოლუტური დომინაცია გვქონდა და 4 გოლის გატანა შევძელით, მაგრამ მეორე ნახევარში მოვდუნდით და მასპინძლებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს. აქ საგანგაშო არაფერია, ვინაიდან ლაღი ფეხბურთი ვითამაშეთ და ვცდილობდით, მეტად გახსნილები ვყოფილიყავით.“
„უნდა აღინიშნოს, რომ „ვილიარეალისთვის“ სასწორზე ბევრი რამ იდო, სწორედ ამიტომ მარსელინოს გუნდმა განსაკუთრებულად იაქტიურა.“
„სულ რაღაც 2 კვირაში ჩემპიონთა ლიგის ფინალი გველის. ამ მატჩისთვის განსაკუთრებულად ვემზადებით და მივიჩნევთ, რომ ინგლისში საუკეთესო ფეხბურთის ჩვენებას შევძლებ.“
„პირადი თამაშით კმაყოფილი ვარ, კარგი სეზონი მქონდა და უკვე 18 გოლს მოვუყარე თავი. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგი შედეგია.“
„არდა გიულერი ნამდვილი ბრილიანტია. არ მიკვირს, რომ თურქმა ფეხბურთელმა გოლების გატანა დაიწყო, მას ვარჯიშზე ყოველდღიურად ვუყურებდი და ვხვდებოდი, რომ მისი დრო მოვიდოდა. არდამ იცის ბურთის ფლობა, კარში დარტყმა, შესანიშნავი გადაცემები და ასე შემდეგ, ის მომავლის „რეალის“ უცვლელი წევრი იქნება.“
„გულშემატკივრებს ვპირდები, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოწოდების სიმაღლეზე ვიდგებით. მათ კი ჩვენი მხარდაჭერა უნდა გააგრძელონ, მადლობა ყველა საღამოსთვის, რომელიც ამ სეზონში ბერნაბეუზე ვიხილეთ.“
- 20 მაი 2024
- 498
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.