ანჩელოტი:„გუნდს დიდი ინტენსივობა აქვს“
კარლო ანჩელოტიმ „ვილიარეალთან“ შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„დღეს ჩვენ 4 გოლი გავიტანეთ, მაგრამ ასევე 4 გავუშვით. ბალანსი ნამდვილად არ გვქონდა, ეს იყო ღია და ლაღი თამაში.“
„არდა გიულერმა ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ვამაყობ თურქი ფეხბურთელის გამოსვლით, ის ძალიან ნაყოფიერი იყო.“
„ვფიქრომ გამარჯვება შეგვეძლო, მაგრამ მეორე ტაიმი არასტაბილურად დავიწყეთ და დაცვაში უყურედღეობით ვიყავით. როგორც გითხარით, ეს ლაღი და გახსნილი თამაში იყო, სანერვიულო ნამდვილად არაფერია.“
„გიულერი შეტევაში ძალიან ეფექტურია. არდა ამტკიცებს, რომ მეტოქის კარის აღება ბრწყინვალედ შეუძლია.“
„ლუნინმა არაერთი გოლი გაუშვა, მაგრამ მაინც ეფექტური იყო.“
„მილიტაო და რუდიგერი? ორივეს შეუძლია ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაში. ედერი ტემპს უმატებს, რაც თავისთავად მნიშვნელოვანია.“
„ბრაჰიმ დიასი როგორც ყოველთვის ეფექტური იყო. ის ამ სეზონში შესანიშნავად გამოდიოდა და გუნდს არაერთხელ დაეხმარა.“
- 19 მაი 2024
- 1 236
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.