ანჩელოტიმ „რეალის“ ხელმძღვანელობას მოდრიჩის დატოვება თხოვა
კარლო ანჩელოტი ლუკა მოდრიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივებას გამალებით მოითხოვს.
ესპანური გამოცემების ცნობით, იტალიელმა სპეციალისტმა ფლორენტინო პერესს და გენერალურ დირექტორს მიმართა და უთხრა, რომ მოდრიჩის გაშვება არ შეიძლება.
კარლიტო ენდობა ხორვატს და გარდა მოედანზე გამოვლენილი თვისებებისა, ლუკას დიდი როლი აქვს ახალგაზრდა მადრიდელების განვითარებაშიც.
მოდრიჩი ახალ კონტრაქტზე მზაობას გამოთქვამს, დანარჩენი კი ხელმძღვანელობაზეა დამოკიდებული, გაითვალისწინებს თუ არა კარლიტოს პოზიციას.
- 17 მაი 2024
- 3 252
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.