მოდრიჩი „რეალის“ ხელმძღვანელობას შეხვდა - გადაწყვეტილება მიღებულია!
ესპანური გამოცემების ცნობით, ლუკა მოდრიჩი მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელოას შეხვდა.
ხორვატმა ფეხბურთელმა კლუბს განუცხადა, რომ მზად არის ხელფასი შეიმციროს, თანაც იმდენით, რამდენითაც „ბლანკოსი“ ჩათვლით საჭიროდ.
ლუკიტა თანახმაა სკამზე ჯდომაზეც, ვინაიდან იცის, რომ მოედანზე გასვლის შანსი მაინც ხშირად მიეცემა.
ამასთან ერთად, გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, მოდრიჩმა კარიერის „რეალში“ დასრულების სურვილი გამოთქვა.
თუ „მერენგები“ ფეხბურთელს ახალ კონტრაქტს გაუფორმებენ, 1 წელიწადში ნახევარმცველმა შესაძლოა კარიერა დაასრულოს.
ფეხბურთელს გადაწყვეტილება მიღებული აქვს. Marca-ს, As-ის და კიდეც ბევრი გამოცემის ცნობით, ძალიან მალე ოფიციალური განცხადება გაკეთდება.
- 17 მაი 2024
- 7 122
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.