ოფიციალურად - ანჩელოტი ლა ლიგის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოსთვის იბრძოლებს!
ოფიციალურად დადასტურდა, რომ კარლო ანჩელოტი ლა ლიგის 2023/24 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდოსთვის იბრძოლებს.
იტალიელი სპეციალისტი რა თქმა უნდა, მთავარ ფავორიტად განიხილება, ვინაიდან მისი გუნდი ჩემპიონი გახდა და აქვს შანსი, ტურნირი 38 ტურის შემდეგ 99 ქულით დაასრულოს.
ასევე ანჩელოტის ანგარიშზე 20 მატჩში კარის მშრალად შენახვა და ხანგრძლივი წაუგებელი სერია.
„ბლანკოსის“ მესაჭის კონკურენტები საუკეთესოს ჯილდოსთვის მიჩელი (ჟირონა), მარსელინო (ვილიარეალი), დიეგო სიმეონე (ატლეტიკო) და ერნესტო ვალვერდე (ბილბაო) იქნებიან.
- 15 მაი 2024
- 1 138
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.