ვინი:,,თუ ოქროს ბურთს მოვიგებ, ეს გუნდის დამსახურება იქნება"
ვინისიუს ჟუნიორმა „ალავესთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„ეს იყო ლაღი ფეხბურთი, სადაც უამრავი მომენტი შეექმნა, როგორც ერთ, ასევე მეორე გუნდს.“
„ბრავო კურტუა, მან არაერთი დარტყმის მოგერიება შეძლო. ფაქტია, ტიბო შესანიშნავ ფორმაში შევიდა.“
„ნებისმიერი გოლი, რომელსაც სანტიაგო ბერნაბეუზე ვიტან ამაღელვებელია, ვინაიდან ქომაგებისგან დიდ სიყვარულს ვგრძნობ.“
„რომ არა ტრავმები, აუცილებლად ვიბრძოლებდი ლა ლიგის ბომბარდირობისთვის, თუმცა ეს ახლა ჩემი პრიორიტეტი არ არის.“
„ოქროს ბურთი? თუ ამ ჯილდოს მივიღებ, განვაცხადებ, რომ ეს არის „რეალის“ ოქროს ბურთი და არა ჩემი, ვინაიდან ამ წელს სამეფო კლუბი გუნდური სულისკვეთების გაზიარების შესანიშნავი მაგალითი იყო.“
- 15 მაი 2024
- 3 697
- 10
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.