კურტუა:„ფინალში სათამაშოდ მზად ვარ“
ტიბო კურტუამ „ალავესის“ დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია ყველა მატჩი, რომელშიც საკუთარი კარის მშრალად შენახვას ვახერხებ. „ალავესმა“ ბევრი მომენტი შექმნა, აქედან გამომდინარე მოწყენის საშუალება არ მქონია (იცინის). ეს იყო მომენტებით დახუნძლული და ძალიან ლაღი ფეხბურთი. დარწმუნებული ვარ, ბერნაბეუზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა საოცარი სიამოვნება მიიღეს.“
„ტემპის შესანარჩუნებლად მუდმივად მოედანზე ყოფნა რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ, ანჩელოტიმ დღეს ოპტიმალურთან მიახლოებული თერთმეტეული შეარჩია.“
„ზოგიერთ ადამიანს ეჭვი ეპარებოდა ჩემს დაბრუნებაში, მაგრამ მაქსიმალურად დავიხარჯე იმისთვის, რომ დღევანდელ დღემდე მოვსულიყავი. მე საკმაოდ დიდი შრომა ჩავდე რეაბილიტაციაში და დღეს მოწოდების სიმაღლეზე ვდგავარ. საკუთარი გამოსვლით კმაყოფილი ვარ და არცერთი წამით არ შემაქვს ეჭვი საკუთარ თავში.“
„მიხარია, რომ ყველაფერს ვუზიარებთ მადრიდელ ქომაგებს, მათთან ყოფნა ჩვენთვის დიდი პრივილეგია და პატივია. ლა ლიგა მოვიგეთ, ახლა კი ჩემპიონთა ლიგის დროა. ჩვენ კვლავ უნდა დავბრუნდეთ „სიბელესზე“ და გრანდიოზულად აღვნიშნოთ გამარჯვება.“
„ფინალში თამაში? ამისთვის მზად ვარ, თუმცა ყველაფერი ანჩელოტის გადასაწყვეტია. დარწმუნებული ვარ, იტალიელი სპეციალისტი ბორუსიელთა წინააღმდეგ საუკეთესო თერთმეტეულს შეარჩევს.“
- 15 მაი 2024
- 1 080
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.