მბაპეს და ფლორენტინო პერესის WhatsApp მიმოწერა საჯარო გახდა!
ესპანური გამოცემების ცნობით, კილიან მბაპემ 2022 წელს განვითარებული მოვლენების გამო ფლორენტინო პერესს ბოდიში მოუხადა და უთხრა, რომ ეს საკითხი დახურულია.
ამასთან ერთად ცნობილი გახდა Whatsapp მიმოწერა, სადაც მბაპემ „ბლანკოსის“ პრეზიდენტს მიმართა.
„გაცნობებთ, რომ „პსჟ“-ში დარჩენის გადაწყვეტილება მივიღე. მინდა მადლობა გადაგიხადოთ შესაძლებლობისთვის, რომელიც მომეცით, რომ მეთამაშა მადრიდის „რეალში“. ეს არის კლუბი, რომელსაც ბავშვობიდან ვქომაგობ. იმედი მაქვს, ჩემი გადაწყვეტილება გაგებული იქნება. წარმატებებს გისურვებთ ჩემპიონთა ლიგის ფინალში.“
ამ შეტყობინების შემდეგ ფლორენტინოსა და ფრანგ შემტევს შორის ყველა სახის კომუნიკაცია შეწყდა, თუმცა გავიდა 2 წელი და მბაპე „ბლანკოსის“ ფეხბურთელი მაინც ხდება.
- 14 მაი 2024
- 4 979
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.