პერესი:„„რეალი“ მსოფლიოში ყველაზე მეტ ადამიანს უყვარს“
მადრიდის მერიაში გამართულ შეხვედრაზე ფლორენტინო პერესმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა.
„ეს არის ჩვენი 36-ე ლა ლიგა, თანაც იმ ფონზე, რომ გუნდში ძალიან ბევრი ტრავმა იყო. აუცილებლად უნდა გამოვყო ტიბო კურტუას, ედერ მილიტაოს და დავიდ ალაბას უმძიმესი დაზიანებები, თუმცა გუნდი არ გატყდა და საბოლოო ჯამში მთელი სეზონი მოწოდების სიმაღლეზე იდგა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს კარლო ანჩელოტის უდიდესი დამსახურება, რომელიც „ბლანკოსის“ ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელია.“
„ყველა ტიტული გვიბიძგებს მომდევნო ტიტულების მოგებისკენ. ჩვენ არ გავჩერდებით და ყველა სეზონში ყველა ტიტულისთვის ვიბრძოლებთ, რადგან მადრიდის „რეალი“ ვართ, რომელიც მსოფლიოში ყველაზე მეტ ადამიანს უყვარს.“
„მსურს, დიდი მადლობა გადავუხადო ყველა მოთამაშეს, ვინაიდან წლევანდელი სეზონი იყო ერთგულების და თავდადების მაგალითი.“
„არასდროს დამავიწყდება ბერნაბეუს საღამო, რომელიც „რეალსა“ და „ბაიერნს“ შორის შედგა. მომენტები, რომელიც დაუვიწყარია სამუდამოდ იწერება ისტორიაში.“
„„ბლანკოსი“ არასდროს ნებდება და სწორედ ეს აქცევს მას საუკეთესოდ.“
- 12 მაი 2024
- 1 094
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.