არდა გიულერი:„„რეალში“ ძალიან ბედნიერი ვარ“
არდა გიულერმა „გრანადას“ წინააღმდეგ გოლის გატანა შეძლო.
„სრულიად ადაპტირებული და ბედნიერი ვარ. „რეალი“ ჩემი კლუბია და მიხარია, რომ სათამაშო დრო მომეცა. ამ გუნდთან ერთად ბევრს ვივარჯიშებ და მოვემზადები იმისთვის, რომ დიდი პასუხისმგებლობის აღება შევძლო.“
„„სიბელესზე“ ზეიმს მოუთმენლად ველი. ეს ჩემ ცხოვრებაში უბედნიერესი მომენტი იქნება. „რეალის“ ფეხბურთელებს ყოველთვის უხარიათ ქომაგებთან შეხვედრა.“
„„ლოს კარმენესზე“ გამარჯვება გრანდიოზულად არ აღვნიშნეთ, რადგან პატივი ვეცით „გრანადას“ და მის გულშემატკივრებს. ეს გუნდი სეგუნდაში დაქვეითდა, ჩვენ არ გვქონდა მორალური უფლება იმისა, რომ ზეიმი მოგვეწყო.“
- 12 მაი 2024
- 867
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.