ანჩელოტი:„საოცარი სეზონი გვაქვს, ლა ლიგაში სუპერ ფეხბურთს ვთამაშობთ“
კარლო ანჩელოტიმ „გრანადასთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„ძალიან ბედნიერი ვარ გამარჯვებით. ამ სეზონში „რეალი“ ლა ლიგაში საოცარ ფეხბურთს აჩვენებს და არაერთი შეხვედრის მოგება მოახერხა.“
„ხვალინდელი აღნიშვნა? ამ დღეს მოუთმენლად ველოდი. 2022 წლის აღნიშვნის მსგავსება? თუ სიგარას და სათვალეს გულისხმობთ, მეტ-ნაკლებად ამას კვლავ გამოვიყენებ (იცინის).“
„კურტუას თამაში სჭირდება იმისთვის, რომ საუკეთესო კონდიციამდე მივიდეს.“
„მილიტაო? ვნახოთ, როგორ აღიდგენს ძალებს ის ხვალ და ზეგ. ამხელა ტრავმის შემდეგ ძალიან რთულია 3 დღეში ერთხელ თამაში.“
„როგორც მოდრიჩი, ასევე ტონი კროოსი სრულ კონცენტრაციას ახდენს ჩემპიონთა ლიგის ფინალურ შეხვედრაზე. ამ ეტაპზე ისინი სხვა საკითხებზე არ ფიქრობენ.“
„მბაპე? ამ საკითხზე არ ვფიქრობ. ახლა ჩემი საზრუნავი ლა ლიგის აღნიშვნა და ჩემპიონთა ლიგის ფინალის მოგებაა.“
„დიახ, როტაცია განვახორციელეთ, მაგრამ ფაქტია, რომ სხვა ფეხბურთელებმაც გამოიყენეს ბოძებული შანსი და ამ საღამოს 4 გოლის გატანა შევძელით.“
„მაკრონის განცხადებები მბაპეზე? მე არანაირი უფლება არ მაქვს, შევაფასო საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებები.“
„ბრაჰიმ დიასს საოცარი სეზონი აქვს, მაგრამ მე ეს არ მიკვირს. დიასი „მილანში“ ასპარეზობის დროს ამტკიცებდა, რომ ძალიან დიდი ფეხბურთის თამაში შეეძლო.“
„ახალწვეულებს შორის ასევე აღსანიშნავია ხოსელუს და ფრან გარსიას გამოსვლა, ისინი მთელი სეზონის განმავლობაში გვეხმარებიან.“
„არდა გიულერი ფანტასტიკურ ნიჭს ავლენს, არ ვიცი რა არის მისი შესაძლებლობების ჭერი, თუმცა ძალიან დიდ პერსპექტივას ფლობს.“
„რას ვეტყოდი „გრანადას“ ქომაგებს? ისინი არ უნდა დანებდნენ. ზოგჯერ დამარცხება უფრო უკეთესს გხდის. დარწმუნებული ვარ, „გრანადა“ ლა ლიგას მალევე დაუბრუნდება და უკეთეს შედეგებს აჩვენებს, ეს საკმაოდ კარგი გუნდია.“
- 11 მაი 2024
- 1 237
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.