ანჩელოტი:,,ჩემი მთავარი საზრუნავი ჩემპიონთა ლიგის მოგებაა"
კარლო ანჩელოტიმ „გრანადასთან“ შეხვედრის წინ პრესკონფერენცია გამართა.
„ვინისიუს ჟუნიორი იმსახურებს ყველაფერს, რაც კი საფეხბურთო სამყაროში არსებობს. როდესაც აქ ჩამოვედი დამხვდა ძალიან პერსპექტიული ფეხბურთელი, რომელსაც სჭირდებოდა ნდობა და სწორ გზაზე დაყენება. მე სრული ნდობა გამოვუცხადე სამხრეთ-ამერიკელს და შედეგიც სახეზეა. ვინის შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს და მივიჩნევ, რომ ოქროს ბურთის მოგებასთან ძალიან ახლოს არის.“
„ჯერ-ჯერობით არ ვიცი, შეძლებს თუ არა ორელიან ჩუამენი ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშს, ეს ყველაფერი აღდგენით პროცესზე იქნება დამოკიდებული.“
„მილიტაო ეტაპობრივად უბრუნდება საუკეთესო კონდიციას, ის ლა ლიგის მომდევნო ტურებში აუცილებლად დაიტვირთება იმისთვის, რომ ფორმაში ჩადგეს.“
„კურტუა აუცილებლად მიიღებს სათამაშო დროს, მაგრამ ჩვენი პატივი უნდა ვცეთ კეპას, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ჩვენს წარმატებაში. ლა ლიგაში კარში როტაცია გვექნება.“
„ლა ლიგის მოგებაში წვლილი ყველა ფეხბურთლმა შეიტანა. ვინის დამსახურება ძალიან დიდია, მაგრამ მოდით ნუ დავივიწყებთ როდრიგოს, ბელინგემს , კროოსს, ლუკას, ფედეს და სხვებს. ხაზგასმით ვამბობ, ყველა ფეხბურთელის როლი ძალიან დიდია.“
„ევროპის სუპერთასზე „ლევერკუზენთან“ დაპირისპირება? ჯერ ამაზე არ ვფიქრობ. ახლა მხოლოდ 1 თამაში მაქვს გონებაში და ეს ჩემპიონთა ლიგის ფინალია.“
„„ბაიერნი“ ისევ მსაჯებზე საუბრობს, თუმცა მე ეს მომენტი გავარჩიე და კითხვები აღარ არის“
„ჯუდ ბელინგემი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ლა ლიგის მომდევნო ტურებში მაქსიმალურად დაისვენებს.“
„ვინ დაიცავს „რეალის“ კარს ფინალში? ამის მოსაფიქრებლად 3 კვირაზე მეტი მაქვს. ახლა ვერ ვისაურებ.“
„ტონი კროოსი მომავალთან დაკავშირებით განცხადებას ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდე გააკეთებს.“
„სამედიცინო შტაბი ჩუამენის ტრავმაზე ძალიან სერიოზულად მუშაობს. ჩვენ ყველა ვაცნობირებთ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ფრანგის ფინალში გამოჩენას.“
- 10 მაი 2024
- 2 957
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.