"თვალები გაახილეთ სინიორ პელეგრინი"!
გაზეთ "AS"-ის ექსპერტმა,პედრო სან მარტინმა გამოთქვა თავისი აზრი,თუ როგორი ტაქტიკური სქემით უნდა ითამაშოს მადრიდის რეალმა.
"სენიორ პელეგრინი დიდი პატივისცემით მინდა მოგმართოდ,რომ თვალები გაახილოთ.დაივიწყეთ4-2-2-2 სქემა.გამოიყენეთ მოედნის სიფართე.მადრიდის რეალი ყოველთვის კარგად თამაშობდა ფლანგებით.ეხლა მითუმეტეს როცა გუნდში 2-ასეთი დონის გარემარბი არის (რონალდუ და რობენი) ბლანკოსის ოპტიმალური სქემა იქნება4-2-3-1.ჩვეულებრივად 4-მცველით,2-ცენტრალური ნახევარმცველით, (ალონსო და ლასი) 2-გარემარბით, (რონალდუ და რობენი) 1-შემტევი ნახევარმცველით (კაკა) და ერთი თავდამსხმელით.
ეს სქემა მადრიდის რეალისთვის იქნება იდეალური,მთავარი ფიგურა არის კაკა რადგან ცენტრში ის იქნება გამთამაშებელი.ის არამარტო თავად შექმნის სახიფათო მომენტებს,არამედ სხვასაც შეუქმნის თავისი შესანიშნავი პასებით.ერთი სიტყვით ის იქნება რეალის "გული".
ამ სქემიდან საჭიროების შემთხვევაში შეიძლება ბევრი ტაქტიკური ცვლილებები გაკეთდეს,მაგალითად:4-2-3-1 ადვილად გადაიქცევა4-2-1-3-ად.ანუ გარემარბები გახდებიან ფლანგური თავდამსხმელები და მეტოქეზე ცენტრიდანაც და ფლანგებიდანაც ძალიან დიდი ზეწოლა იქნება.
რეალს ჰყავს ორი შესანიშნავი გარემარბი,რომლებიც საჭიროების შემთხვევაში ფლანგური თავდამსხმელები გახდებიან.რონალდუ და რობენი ორივე ძირითადში უნდა იყვნენ.ხოლო ერთ ცენტრალურ თავდამსხმელს უფრო ბევრი არჩევანი ექნება.მას პასს მისცემენ ცენტრიდანაც,(კაკას ბრწყინვალე პასი გავიხსენოთ 1-გოლზე) და ფლანგიდანაც,(როცა 3-გოლზე კაკამ წამოიწყო შეტევა ფლანგიდან გაიყვანა რობენი.მან კი იგუაინს ჩაუწოდა და მესამე გოლიც გავიდა.)ზუსტად ასეთი სქემით გუშინ მეორე ტაიმში ბრწყინვალედ ითამაშა მადრიდის რეალმა.ფლანგიდან რობენი შეუჩერებელი იყო,ხოლო ცენტრიდან ბრწყინვალე იყო კაკა.
ცენტრალური ნახევარმცველები კი ჩვეულებრივად თავის პოზიციაზე არიან.ანუ ლასი საყრდენი,ხოლო ალონსო ეგრეთწოდებული ხიდი დაცვასა და ნახევარდაცვას შორის.აქ არანაირი ცვლილებები არ არის.ცენტრალური თავდამსხმელისთვის მთავარია გოლის ალღო.ამ სქემიდან მეტი მისგან არაფერი მოითხოვება,ანუ არანაირი დაცვითი ფუნქციები.ის ყოველთვის იქნება წინ და დაელოდება თავის შანსს,რომელიც უნდა გამოიყენოს.
ასევე ასეთი სქემით ძალიან დაბნეული არიან მეტოქეს მცველები.მათ არ იციან საიდან ელოდონ საფრთხეს,ფლანგებიდან თუ ცენტრიდან.მადრიდის რეალმა უნდა გამოიყენოს მთელი მოედანი და ითამაშოს ტაქტიკური მონახაზით4-2-3-1.
ბოლოს რაც მთავარია ამ სქემით მადრიდის რეალი ითამაშებს ძალიან ლამაზ ფეხბურთს და შედეგიც ისეთივე კარგი იქნება როგორიც გუშინ დორტმუნდში.გულშემატკივრები და სპეციალისტები მიიღებენ ორმაგ სიამოვნებას.ლამაზი ფეხბურთით და შესანიშნავი გამარჯვებით"-დაამთავრა სან მარტინმა.
P.S-გამოხატეთ თქვენი აზრი თუ როგორი ტაქტიკური სქემით ანუ მონახაზით უნდა ითამაშოს მადრიდის რეალმა.
ინფორმაციის წყარო:as.com
სტატიის ავტორი:David-Kaka
- 20 აგვისტო 2009
- 2 477
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.