ბელინგემი:„„რეალზე“ საუბრისას სიტყვები აღარ არსებობს“
ჯუდ ბელინგემმა „ბაიერნთან“ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„„რეალზე“ საუბრისას სიტყვები აღარ არსებობს. ჩემი ოცნება ახდა და ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვარ.“
„სიმბოლურია, რომ „უემბლიზე“ მეტოქე „ბორუსია“ იქნება. ეს გუნდი ძალიან მიყვარს, თუმცა ვალდებული ვარ, მადრიდის „რეალთან“ ერთად პირველად მოვიგო ჩემპიონთა ლიგის თასი.“
„ვინისიუსი? ცალსახად უნდა ითქვას, რომ ბრაზილიელი ფეხბურთელი საუკეთესოა და ოქროს ბურთს იმსახურებს.“
„არ ვიცი, რამდენად შეიძლებოდა მოვლენების ასეთი განვითარების წარმოდგენა. ემოციური ფონი მართლაც ძალიან მაღალია.“
„სამეფო კლუბი დომინირებდა, როგორც პირველ, ასევე მეორე ნახევარში და საბოლოო ჯამში დამსახურებულ გამარჯვებას მიაღწია.“
- 9 მაი 2024
- 1 251
- 1
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.