ტუხელი:„„რეალის“ ფინალში გასვლაში მსაჯის ხელი ურევია“
ტომას ტუხელმა „რეალთან“ მატჩის შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„შეუძლებელია გულდაწყვეტილი არ ვიყო, ჩემი გუნდი ძალიან ახლოს იყო ფინალში გასვლასთანაც, თუმცა „რეალმა“ 2 გოლი გაიტანა, თუმცა ამ ყველაფერს დე ლიხტის გოლი მოჰყვა.“
„სრულიად წარმოუდგენელი იყო მსაჯის გადაწყვეტილება ნაადრევ სასტვენთან დაკავშირებით.“
„ფეხბურთელები გაჩერდნენ? იქ წესების დარღვევა არ ფიქსირდებოდა, ყველაფერი კი შესაძლოა VAR-ზე გადამოწმებულიყო.“
„ის, რომ „რეალი“ ფინალშია, არამხოლოდ ამ გუნდის დამსახურებაა. ამ საქმეში მსაჯის ხელიც ურევია.“
„ჩვენ ამაყები ვართ, რადგან სანტიაგო ბერნაბეუზე შესანიშნავად ვითამაშეთ. „ბაიერნის“ ყველა ფეხბურთელს მადლობას ვეუბნები.“
„ფლორენტინო პერესი? დიახ, მას გადავეხვიე, ვინაიდან „რეალის“ პრეზიდენტს, უდიდეს პატივს ვცემ, მან წარმატებები მისურვა.“
„კროოსი? ის „რეალის“ დირიჟორია, თუმცა მოედანზე მოდრიჩის შევლის შემდეგ „ბლანკოსის“ ნახევარდაცვა კიდევ უფრო დინამიური გახდა. ეს ალბათ შეხვედრის სურათმაც და ჩვენმა გოლმა განაპირობა.“
- 9 მაი 2024
- 6 496
- 25
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.