ანჩელოტი:„ზოგიერთს ეგონა დავნებდით, მაგრამ „რეალი“ ბერნაბეუზე ამას არ აკეთებს“
კარლო ანჩელოტიმ „ბაიერნთან“ გამარჯვების შემდეგ პრესკონფერენცია გამართა.
„კიდევ ერთი ჯადოსნური ღამე. არ ვიცი, როგორ უნდა გავუძლო ამდენ ემოციას. მადრიდის „რეალმა“ კიდევ ერთხელ შეძლო სასწაული და ბოლო წუთებში ჩემპიონთა ლიგის ფინალისა საგზური მოიპოვა. რა უნდა იყოს ამაზე დიდი ბედნიერება? ფეხბურთელები ბოლომდე დაიხარჯნენ და შედეგიც სახეზეა, ახლა კი ჩვენ „სიბელესზე“, ლა ლიგის ზეიმი გველის.“
„ჩვენი კაპიტანი ფლორენტინო პერესია. ეს არის განსაკუთრებული ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს სამეფო კლუბისთვის.“
„ხოსელუ ბრწყინვალე იყო, მან გადამწყვეტი 2 გოლი გაიტანა და დღეს ფინალისტის საგზურს ვფლობთ. მიუხედავად იმისა, რომ ის მთელი სეზონის განმავლობაში სასტარტოს ფეხბურთელი არ ყოფილა, ბევრი გოლის გატანა შეძლო. ესპანელი არაერთ შეხვედრაში დაგვეხმარა.“
„ჩვენ დავკარგეთ მილიტაო, კურტუა და ალაბა. არ დაგავიწყდეთ, რომ 2 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში არ გვყავდა ვინისიუსი, ასევე ტრავმები ჰქონდათ ჩუამენის და კამავინგას, მაგრამ არადროს გვიწუწუნია, რადგან „ბლანკოსი“ არის ერთიანი გუნდი.“
„არ ვიცი, იყო თუ არა თამაშგარე დე ლიხტის გოლის დროს, ეს ბურთი სანახავია, თუმცა მსაჯმა ჩასტვინა და ყველა ფეხბურთელი გაჩერდა. ბუნებრივია, გოლი გავიდოდა. აქ საკამათოს მართლაც ვერაფერს ვხედავ.“
„ნაჩოს გოლის გაუქმება? ვფიქრობ, ამაზე დაფიქრება შეიძლება.“
„რაღაც მომენტში ბევრს ეგონა, რომ ჩვენ დავნებდით, მაგრამ „რეალი“ ბერნაბეუზე ამას არასდროს აკეთებს.“
„დიახ, ტუხელმა მომილოცა, თუმცა მითხრა, რომ მსაჯის ეფექტი დიდი იყო. მე გერმანელს არ ვეთანხმები, თუმცა მას პატივს ვცემ. ევროსარბიელზე ტომასი ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე დგას.“
„ეს არის საუკეთესო გუნდი, რაც კი ოდესმე მყოლია. მჯერა ჩემი ფეხბურთელების.“
„ხოსელუს მომავალზე ახლა ვერ ვისაუბრებ, რადგან ამის დრო არ არის, თუმცა მადრიდის „რეალში“ მას ძალიან აფასებენ.“
- 9 მაი 2024
- 7 753
- 4
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.