ხოსელუ:„სიტყვები არ მყოფნის, ეს ყველაფერი ჩემი ოცნებების მიღმაა“
ხოსელუ მატომ „ბაიერნის“ დამარცხების შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
„არ ვიცი რა ვთქვა, სიტყვები არ მყოფნის. ეს ყველაფერი ჩემი ოცნებების მიღმაა. ვერც კი წარმოვიდგენ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ჩემი დუბლის წყალობით გავედით.“
„მატჩის საუკეთესო ფეხბურთელობა? ვინიმ ეს დაიმსახურა, რადგან 99 წუთის მანძილზე ყველაზე მეტ ხიფათს ქმნიდა „ბაიერნის“ წინააღმდეგ.“
„დიდი მადლობა გულშემატკივრებს, მათი მხარდაჭერა სრულიად წარმოუდგენელია.“
„როდესაც „ბლანკოსის“ ფეხბურთელი ხარ, არასდროს ნებდები. ეს არის წესი, რომელსაც მაშინვე ითავისებ, როგორც კი თეთრ მაისურს იცმევ.“
„„ბაიერნი“ ძალიან ძლიერი გუნდია. გერმანელებმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვეს, მაგრამ ფინალში გასვლა „რეალმა“ დაიმსახურა. ძალიან მიხარია და ვამაყობ ამ გუნდით.“
- 9 მაი 2024
- 1 691
- 7
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.