ტუხელი:„ზუსტად ვიცი, რომ მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართება“
ტომას ტუხელმა „რეალთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„დარწმუნებული ვარ, მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართება, ჩვენ კი სწორედ მაშინ უნდა გავიდეთ ფონს, როდესაც ამის შანსი მოგვეცემა. თუ „რეალის“ დამარცხება გვსურს, ბოძებული მომენტები უნდა გამოვიყენოთ.“
„„ბლანკოსისთვის“ ბურთის წართმევა რთულია, ვინაიდან ანჩელოტის გუნდს ეს კომპონენტი დახვეწილი აქვს, თუმცა ჩვენ გვყავს სწრაფი ფეხბურთელები, რომლებიც შესანიშნავად და ძალიან სწრაფ ტემპში გადადიან კონტრ-შეტევაზე.“
„შანსები? ვფიქრობ, 51% „რეალს“ ეკუთვნის, 49% კი ჩვენ, რადგან დაპირისპირება სანტიაგო ბერნაბეუზე იმართება.“
„„რეალი“ ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია და რა თქმა უნდა, ამ გუნდის დამარცხება დიდ სირთულეებს უკავშირდება, თუმცა ჩვენ ეს შეგვიძლია.“
„ემილიო ბუტრაგენიოს ნახვა ჩემთვის ყოველთვის დიდი პატივია, რადგან ის მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდაა.“
„ბევრ ცვლილებას არ ვაპირებ, „ბაიერნი“ არ შეიცვლის სტილს, თუმცა ზუსტად ვიცი, რომ ამ შეხვედრასი იქნება ფაზები. „რეალი“ აუცილებლად გააკეთებს კონცენტრაციას შეტევაზე, მაგრამ ჩვენი დროც მოვა. ვეცდებით, ბურთის გავაკონტროლოთ და მეტოქის ნახევარზე რაც შეიძლება დიდი დრო გავატაროთ. ასეთ შეხვედრებში ტაქტიკურ კომპონენტს დიდი მნიშვნელობა აქვს.“
„როგორ შევაჩეროთ ვინისიუსი? ეს რთული კითხვაა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც მას პასი შეიძლება გაუკეთოს კროოსმა, ვალვერდემ და სხვებმა. ბრაზილიელმა შესანიშნავად იცის აჩქარება, დრიბლინგი, სიტუაციის გამწვავება და ასე შემდეგ. ჩვენს მცველებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება სამხრეთ-ამერიკელი შემტევის განეიტრალება.“
- 8 მაი 2024
- 2 946
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.