მოურინიო:„„რეალის“ და „ბაიერნის“ დაპირისპირება ჩემთვის ყოველთვის ემოციურია“
ჟოზე მოურინიომ მადრიდის „რეალს“ მიუნხენის „ბაიერნთან“ წარმატებები უსურვა.
„„რეალის“ და „ბაიერნის“ დაპირისპირება ჩემთვის ყოველთვის ემოციურია. ვიმედოვნებ, კარლო ანჩელოტის გუნდი „რეკორდმაისტერის“ დამარცხებას და ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლას შეძლებს.“
„არასდროს მავიწყდება გერმანულ მხარესთან ნახევარფინალში განცდილი მარცხი. ის დღეები ჩემს ცხოვრებაში უმძიმესი იყო.“
„წაგების შემდეგ ვტიროდი, 2 ღამის განმავლობაში ვერ დავიძინე და აბსოლუტურად დავკარგე მოტივაცია. ადამიანები, რომლებიც მაშინ დამეხმარნენ სამეფო კლუბის ფეხბურთელები იყვნენ.“
„შანსები თანაბარია, როგორც „რეალს“, ასევე მიუნხენურ გრანდს ევროსარბიელზე დიდი გამოცდილება აქვს, სწორედ ამიტომ, სანახაობრივ შეხვედრას ველი.“
- 7 მაი 2024
- 1 205
- 3
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.