კარვახალი:„„რეალი“ ყველაფერს გაიღებს ფინალში გასასვლელად“

დანიელ კარვახალმა „ბაიერნთან“ დაპირისპირების წინ პრესკონფერენცია გამართა...

„მადრიდის „რეალმა“ ესპანეთში უკვე მიაღწია წარმატებას. იმ საღამოს ჩვენ ბედნიერები ვიყავით და ჩემპიონობა აღვნიშნეთ, თუმცა მთავარი ზეიმი წინ არის. ახლა მხოლოდ „ბაიერნზე“ ვფიქრობთ, ლა ლიგის თასის აღმართვის დრო კი მალე მოვა.“

„რას ვეტყოდი ახალგაზრდა კარვახალს? გაევლო იგივე გზა, რაც უკვე გავიარე, თუმცა მუდმივად ეზრუნა ფიზიკურ კონდიციებსა და ფსიქოლოგიურ კომპონენტზე, რადგან ეს დღევანდელ ფეხბურთში გადამწყვეტ როლს თამაშობს.“

„ანჩელოტის ფაქტორი ძალიან დიდია. ნუ დაგავიწყდებათ, რომ 1 წლის წინ გუნდი დატოვეს ბენზემამ და ასენსიომ, ამას კი დაემატა ტიბო კურტუას და მილიტაოს საშინელი ტრავმა, შემდეგ ტრავმირებულთა სიას დავიდ ალაბაც შეუერთდა. ამდენი პრობლემის ფონზე კარლომ შეძლო და გუნდური სულისკვეთებით საოცარი შედეგები დააფიქსირა.“

„ვოცნებობთ ფინალში გასვლასა და ჩემპიონთა ლიგის მოგებაზე. ეს არის ყველას შემართების წყარო და ერთიანი სურვილი.“

„ამ სეზონში მხოლოდ 2 თამაში წავაგეთ, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს. „ბლანკოსი“ ძალიან სტაბილური და იმედისმომცემი გუნდია.“

„ისტორიული მატჩის წინ, განწყობ ამაღლებულია. ჩვენ ზუსტად ვიცით რა გვინდა და როგორ უნდა მივაღწიოთ მიზანს. მადრიდის „რეალი“ ფინალში უნდა გავიდეს.“

„ვამაყობ, რომ მსოფლიოს საუკეთესო კლუბის მაისური ამდენჯერ მოვირგე, თუმცა მომავალში საკუთარ თავს კვლავ „ბლანკოსში“ ვხედავ და ციფრებს კიდევ უფრო გავაუმჯობესებ.“

„მბაპეს და რუდიგერის პაექრობა? კილიანს ფინალში ვისურვები, სადაც ჩემსა და მას შორის ნამდვილად შედგებოდა სათამაშო პაექრობა. ვიმედოვნებ, „ბაიერნის“ შემდეგ ამის შანსი მომეცემა.“

„იქნება თუ არა ეს ჩემპიონთა ლიგის ბოლოს მატჩი ბერნაბეუზე მოდრიჩისთვის და ნაჩოსთვის? ეს ნამდვილად არ ვიცი, თუმცა ვისურვებდი, რომ ისინი კიდევ დარჩენილიყვნენ და ჩვენთან ერთად წარმატება გაეზიარებინათ. ნამდვილად არ ვიცი, როგორ განვითარდება ლეგენდების მომავალი, თუმცა დარწმუნებული ვარ, ახლა ისინი მხოლოდ „რეკორდმაისტერზე“ ფიქრობენ და ახალ მომავალზე.“

„ყველა ფეხბურთელი ცდილობს, მაქსიმუმი გაიღოს და სასტარტო შემადგენლობაში თავი დაიმკვიდროს. ეს „რეალია“, სადაც კონკურენცია პიკს აღწევს.“

„დაცვაში კარგი თამაში წარმატების საწინდარი იქნება. ტომას ტუხელის განკარგულებაში შესანიშნავი შემტევები არიან, სწორედ ამიტომ, მაქსიმალური კონცენტრაციით თამაში გვმართებს.“

„მეც ვიყავი ახალგაზრდა და მსურდა მთავარ გუნდში თამაში. ყველა ახალგაზრდას ვურჩევ, მოთმინება გამოიჩინოს, რადგან მათი დრო აუცილებლად მოვა.“

„ვინისიუსი ყველა ასპექტში გაუმჯობესდა. ბრაზილიელი ფეხბურთელის პროგრესი აშკარაა. ვიმედოვნებ, ის გადამწყვეტ როლს ითამაშებს „ბაიერნთან“ შეხვედრაში.“

„„ბლანკოსის“ ერთ-ერთი კაპიტანი ვარ და ვცდილობ, ახალ თაობას მაგალითი მივცე. ეს ჩემი ვალდებულებაა.“

„ჩვენ გადავწყვიტეთ, „გრანადას“ სტადიონზე ჩემპიონობა არ აგვეღნიშნა, ვინაიდან ამ გუნდს 35-ე ტურში შესაძლოა სეგუნდაში დაქვეითება გაუფიციალურდეს, ჩვენ კი გულშემატკივრებს პატივს ვცემთ და მათ თვალსწინ თასს არ აღვმართავს. ეს არის პრინციპული პოზიცია, რომელიც „ბლანკოსმა“ ერთსულოვნად დააფიქსირა.“

  • Hala
  • 7 მაი 2024
  • 685
  • 0

ინფორმაცია


ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.

სარეკლამო ადგილი

სარეკლამო ადგილი

ლა ლიგის ცხრილი

ლა ლიგის ბომბარდირები

ფეხბურთელი
გოლი
1 ლევანდოვსკი 14
2 ვინისიუსი 8
3 აიოზე 7
4 რაფინია 6

სარეკლამო ადგილი

ჩვენ Facebook-ზე

სარეკლამო ადგილი

გამოკითხვა

„რეალის“ საუკეთესო ტაქტიკა ამ სეზონში არის...




მთვლელები

საიტის არქივი:

ნოემბერი 2024 (227)
ოქტომბერი 2024 (334)
სექტემბერი 2024 (311)
აგვისტო 2024 (90)
ივნისი 2024 (306)
მაისი 2024 (385)