ანჩელოტი:„ჩვენ ევროპული ფეხბურთის ერთ-ერთი გიგანტი უნდა დავამარცხოთ“
კარლო ანჩელოტიმ „ბაიერნთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა...
„ხვალ „რეალის“ კარის უსაფრთხოებაზე ანდრეი ლუნინი იზრუნებს. ტიბო კურტუა დაბრუნდა, თუმცა მას სჭირდება გარკვეული დრო იმისთვის, რომ საკუთარი თავის საუკეთესო ვერსია წარმოადგინოს.“
„„რეალი“ და „ბაიერნი“ თანაბარ სიტუაციაში არიან, ვინაიდან პირველი შეხვედრა ფრედ დასრულდა.“
„ჩვენ დიდ პატივს ვცემთ ისტორიას და ტრადიციებს, რომელიც „რეკორდმაისტერში“ არსებობს. „ბაიერნი“ ძალიან დიდი გუნდია.“
„ჩვენ გვჭირდება უშეცდომო თამაში და მაქსიმალური ტაქტიკური განსწავლულობა. თუ მომენტებს გამოვიყენებთ, ფინალში გავალთ.“
„10 წელი „ლა დესიმას“ მოგებადან? დიახ, ეს სიმბოლური თარიღია. მიხარია, რომ იმ გუნდის ნაწილი დღეს კვლავ ჩვენთან ერთად არის.“
„დღეს ჩვენი გუნდის ლიდერები არიან მოდრიჩი, კროოსი, ნაჩო, კარვახალი, ვასკესი და სხვები, ახალგაზრდებს კი მათგან ბევრი რამის სწავლა შეუძლით.“
„მე მჯერა ჩემი ფეხბურთელების, რადგან ჩვენ „რეალი“ ვართ. აუცილებლად უნდა გავიმარჯვოთ. არ გვაქვს უფლება იმისა, რომ ხვალ ცუდ ხასიათზე ვიყოთ.“
„ხვალინდელი ღამე წარმოუდგენელი იქნება, ამაში დარწმუნებული ვარ. ჩვენ გვაქვს თავდაჯერებულობა და გვჯერა, რომ საოცარი მატჩის მომსწრენი გავხდებით.“
„ჩემი ურთიერთობა მიუნხენის „ბაიერნთან“ შესანიშნავია, თუმცა ახლა მათი მხარდაჭერა არ მაქვს. სწორედ ამიტომ სხვადასხვა გზას ვადგავართ.“
„ბელინგემის და ჰარი კეინის მომენტი? როგორც ვიცი, მათ შესანიშნავი ურთიერთობა აქვთ, ვინაიდან ინგლისის ნაკრებში ერთად თამაშობენ.“
„მე არ მჭირდება გუნდი ერთიანი იდენტობის გარეშე. მთელი კარიერის მანძილზე ერთსა და იმავე პოზიციას ვატარებ. მწვრთნელი ყოველთვის უნდა მოერგოს ფეხბურთელებს და არა პირიქით. სწორედ ეს არის წარმატების საიდუმლო.“
„„რეალი“ კროოსის და მოდრიჩის გარეშე? სიმართლე გითხრათ, ამაზე ჯარ არ ვფიქრობ, რადგან ორივე ჩემს განკარგულებაშია. გეთანხმებით, მუდმივი ვერაფერი იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა დავტკბეთ დღევანდელობით. ისინი ერთად ხშირად აღარ თამაშობენ, თუმცა მოედანზე ხშირად აკეთებენ საკუთარ საქმეს. ერთად თამაში ამ სეზონში რამდენჯერმე დაფიქსირდა და ძალიან კმაყოფილი ვიყავი.“
„ჩემი დრო „ბაიერნში“? ეს უკვე ძველი ისტორიაა. გარკვეული უთანხმოებები იყო, რასაც ჩემი წასვლა მოყვა, ვინაიდან მე მქონდა მკაფიო იდეები, რომელსაც ვერ გადავუხვევდი, თუმცა არასდროს დაკარგულა პატივისცემა. როგორც უკვე გითხარით, მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელობასთანაც ახლაც შესანიშნავი ურთიერთობა მაქვს.“
- 7 მაი 2024
- 3 227
- 14
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.