საბოლოო ცვლილება - „რეალი“ ლა ლიგის თასს ვალდებებასზე მიიღებს
ჯერ კიდევ გუშინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, მადრიდის „რეალს“ ლა ლიგის თასი „ალავესთან“ მატჩის შემდეგ გადაეცემოდა, მაგრამ ეს დროში ვერ ემთხვეოდა დაგეგმილ ღონისძიებას, რომელიც 12 მაისს უნდა შედგეს...
ლა ლიგა კომპრომისზე წავიდა, შესაბამისად, გუნდი კვირას, 12 მაისს, დილის 09:30 საათზე ლა ლიგის თასს ოფიციალურად „ვალდებებასის“ საწვრთნელ ბაზაზე ჩაიბარებს, 11:00 საათიდან კი ქალაქში საყოველთაო ზეიმს მოაწყობს.
გამომდინარე იქედან, რომ „ბლანკოსს“ ლა ლიგის მომდევნო ტური გასვლაზე „გრანადასთან“ უწევს, რომელიც გავარდნის პირსაა, ფლორენტინო პერესმა თასის ამ მატჩის შემდეგ მიღებაზე უარი თქვა, იდეალური გამოსავალი კი ჩემპიონობის 12 მაისს აღნიშვნაა.
მადრიდული ავტორიტეტული გამოცემების ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება საბოლოოა და აღარ შეიცვლება.
- 7 მაი 2024
- 509
- 0
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.