„რეალის“ ოფიციალური შეთავაზება მენდიმ უკვე მიიღო
როგორც ჩანს, მადრიდის „რეალის“ ხელმძღვანელობა კარლო ანჩელოტის პოზიციას და მოთხოვნებს დათანხმდა.
ფერლან მენდიმ სამეფო კლუბისგან ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით შეთავაზება უკვე მიიღო.
იმ შემთხვევაში, თუ ფრანგი ახალ ხელშეკრულებას მოაწერს ხელს, ის „მერენგების“ სადარაჯოზე 2028 წლის 30 ივნისამდე დარჩება.
მადრიდული გამოცემების ცნობით, ახალი კონტრაქტით გაიზრდება ფერლანის ხელფასიც, რაც მისი მთავარი მოთხოვნა იყო.
ციფრები არ ზუსტდება, თუმცა არსებული ცნობით, განაპირა მცველის ხელფასი ამჟამინდელზე 30%-ით მეტი იქნება.
- 5 მაი 2024
- 1 072
- 2
ინფორმაცია
ჯგუფ სტუმარი-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.